სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, რომელიც თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხეს ეხება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხიმსგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან", - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
ინფორმაცია ბომბების სავარაუდო არსებობის შესახებ აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა სავაჭრო ცენტრებიდან თავი შორს დაიჭირონ.