17 აგვისტო 2026,   19:11
ვრცლად
სპორტის მინისტრი საერთაშორისო მოტოსპორტის ფედერაციის მოტოკროსის სახეობის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მოტოკროსის მიმართულების წარმომადგენელთან ჰამად ალ საიფთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარების გზებსა და შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს, რისთვისაც საქართველოს სპორტის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიქოვანი, საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი თეა აბელაშვილი და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კიკალიშვილი.

დღის ამბები