13 აგვისტო 2026,   15:22
ვრცლად
"სტუდფესტი 2025" - ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა

ახალგაზრდული ფესტივალის, "სტუდფესტი 2025" ფარგლებში, ბოულინგისა და ძიუდოს ტურნირი ჩატარდა, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ძიუდოს ტურნირის ფარგლებში, ფინალში გასული სპორტსმენები გაემგზავრებიან ევროპის უნივერსიადაზე, რომელიც 22 - 25 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გაიმართება.

"სტუდფესტი 2025" 30 აპრილს გაიხსნა და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები 29 სახეობაში, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები. ჯამში, განხორციელდება 40-ზე მეტი აქტივობა. 

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

დღის ამბები