დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი - მაგდა მამუკელაშვილს 4 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები შეძახილებით მივიდნენ. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
„ეს არის სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ მოწოდებისთვის 12 დღიანი პატიმრობა არის სირცხვილი“, - აცხადებს ადვოკატი ფიქრია მახარაძე.