07 აგვისტო 2026,   12:23
ვრცლად
უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ინფრასტრუქტურას უტევს - ავიაციამ რუსეთის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის სამეთაურო შტაბს დაარტყა

უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის ინფრასტრუქტურას უტევს. დონეცკში უკრაინულმა ავიაციამ რუსეთის მე-8 გვარდიის საერთო საჯარისო არმიის სამეთაურო შტაბს დაარტყა. განგაშის ხმა ისმოდა ასტრახანსა და გორლოვკაშიც.

არსებული ვითარების ფონზე, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს აფერხებს.

განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი განმარტებით, კრემლი კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

დღის ამბები