26 ივნისი 2026,   04:02
ვრცლად
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ხუთი წლის განმავლობაში, ისინი ვინც კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სესხს შეღავათიანი პირობებით დაფარავენ

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - პროგრამა იპოთეკურ სესხზე დარიცხული პროცენტის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას გულისხმობს. ხუთი წლის განმავლობაში, ისინი, ვინც კონკრეტულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სესხს შეღავათიანი პირობებით დაფარავენ.

პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, უკვე გაიცა 7 650 სესხი. დამტკიცებული სესხების მოცულობა კი 932 მილიონი ლარია. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებსაც სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

პროგრამა ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზეც.

სუბსიდირებული იპოთეკური სესხით შეძენილი ბინების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

• თბილისი 65.6%

•აჭარა 8.7%

•სამეგრელო-ზემო სვანეთი1.4%

•სამცხე-ჯავახეთი 4.3%

•შიდა ქართლი 3.3%

•იმერეთი 6.7%

•მცხეთა-მთიანეთი 2.3%

•ქვემო ქართლი 5.6%

სახელმწიფო პროგრამა - "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" 2021 წლიდან ხორციელდება.

დღის ამბები