07 აგვისტო 2026,   12:22
ვრცლად
"უნდა შევძლოთ ბორჯომი ვაქციოთ მეტად განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად" - "ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი

"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა სოფელ დვირის და ქვაბისხევის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ადგილობრივებთან ერთად მათ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე სოფელ დვირის და ქვაბისხევის მცხოვრებლებთან. მოსახლეობას ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გავაცანი. ჩვენ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით უნდა შევძლოთ ბორჯომი ვაქციოთ კიდევ უფრო მეტად განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად.

დღეს შეხვედრაზე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან და სოფელ დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ელზა კუჭუხიძესთან ერთად, ვისაუბრეთ სოფლის საჭიროებებზე.

შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ მათი იდეები და საჭიროებები პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

ასევე, ამომრჩეველთან ვისაუბრე იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რაც პარტია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განხორციელდა. სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!" - წერს მამუკა გელაშვილი.

დღის ამბები