07 აგვისტო 2026,   16:18
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი The Guardian-ს და The New York Times-ს ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ დაკვეთილი სტატიების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს - მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ამ ფორმით ბაჩიაშვილი ყალბი ალიბის შექმნას ცდილობს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. საუბარია ვრცელ წერილზე, რომელშიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის ინტერესების დამცველმა შეკვეთილ სტატიებს მიუძღვნა. "გარდიანი" და "ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტებმა, ადვოკატის თქმით, რამდენიმე მილიარდის მითვისებაში მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახის დაკვეთით მიკერძოებული ინფორმაცია გაავრცელეს. წაუყენეს ბრალდებები ბიძინა ივანიშვილს, ისე რომ არ იქნა დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ადვოკატს აფიქრებინებს, რომ სტატიების მიზანი მხოლოდ ივანიშვილის სახელის დისკრედიტირება იყო. მთავრობის მეთაური, შეკვეთილ სტატიებს ე.წ. დიფ სთეითის გავლენის შედეგს უწოდებს, რომლის გამოყენებაც ქართული პოლიტიკის აქტორებისგანაც ხშირად ხდება.

"გარდიანსა" და "ნიუ იორკ თაიმსში" დაკვეთილი სტატიები, ივანიშვილის ადვოკატის თქმით, დანიელ ბოუფიმ და ფილიპ შიშკინმა მოამზადეს. წიქვაძე წერს, რომ ბოუფი მისთვის გამოგზავნილ კითხვებში ხშირად იყენებდა ბაჩიაშვილის დედის ტერმინებს. ამტკიცებდა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლისთვის დასანქცირდა. მაშინ, როდესაც ბაიდენის წარმავალმა ადმინისტრაციამ ის რუსეთთან საეჭვო კავშირის გამო ისე დაასანქცირა, რომ ერთი მტკიცებულება დღემდე არავის წარუდგენია. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ამ ფორმით გიორგი ბაჩიაშვილი ყალბი ალიბის შექმნას ცდილობს. იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ საკმაოდ მძიმე ბრალი დაუმტკიცა.

ორი მილიარდის ღირებულების ბიტკოინის მითვისებაში მსჯავრდებული ბაჩიაშვილი, ივანიშვილისა და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირებას ცდილობს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. პარლამენტის სპიკერმა, დღეს, ბაჩიაშვილის მხრიდან საპროტესტო აქციების დაფინანსებაც გაიხსენა და თქვა, რომ საერთაშორისო მედია ყალბი ალიბის შექმნის ნაცვლად, ობიექტურობის დადგენაზე უნდა მუშაობდეს.

ბრიტანულ და ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ შეკვეთილ სტატიებზე ვრცელი წერილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გუშინ გამოაქვეყნა. მედიაში მასალები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიბეჭდა, რომელშიც თემურ წიქვაძის თქმით, ჟურნალისტური სტანდარტები უხეშად დაირღვა და ჟურნალისტებმა, ცალმხრივად, მისი მარწმუნებლის დისკრედიტირება სცადეს.

დღის ამბები