07 აგვისტო 2026,   12:22
ვრცლად
განათლების მინისტრმა, ჩოხატაურში კოლეჯ "ჰორიზონტის" სატყეო მიმართულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

განათლების მინისტრმა, ჩოხატაურში კოლეჯ "ჰორიზონტის" სატყეო მიმართულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. დაათვალიერა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენაც. სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა განათლების, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100 სტუდენტზეა გათვლილი და მსურველებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. მათ შორის, მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას და მებაღეობას.

"დღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ორიენტირებულნი არიან განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების შეთავაზებაზე. რაც ყველაზე მთავარია, კოლეჯები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის ცოდნას", - აცხადებს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები