სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.
ასევე, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები იმყოფებიან კლინიკა "ჰელსიკორში," სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი.
ცნობისთვის, 19:10 საათზე, ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ, 19:23 საათზე კი შეკრებილებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს.
პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს", - განაცხადა ზოდელავამ.
ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა პაატა ბურჭულაძემმ რომელიც მოგვიანებით, აქციიდან კლინიკაში სასწრაფო დამხარებ ის ეკიპაჟით გადაიყვანეს.