თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოხსენებები ქართველოლოგიის მიმართულებით.
მზექალა შანიძეს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინება მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები.