08 ივლისი 2026,   19:23
ვრცლად
ქართული ღვინის გზა მსოფლიო ბაზარზე - პარიზი 8 000 წლიანი ღვინის მასპინძელია

ტრადიცია და ხარისხი - ქართული ღვინის გზა მსოფლიო ბაზარზე. 16 ქვეყანა, 200-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი და მათ შორის საქართველო, სადაც ღვინოს 8 000-წლიანი ისტორია აქვს. პარიზში გამართულ გამოფენაზე მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმულ ქვეყნებთან ერთად, ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული მარნები მონაწილეობდნენ.

ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დარგის ექსპერტებისა და ვიზიტორების მხრიდან მაღალი იყო. სტუმრები განსაკუთრებული ყურადღებით ქვევრის ტექნოლოგიას გაეცნენ. მეთოდს, რომელმაც ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე განსხვავებული იდენტობა შესძინა.

RAW Wine Paris-ი პრესტიჟული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ქართული მარნები RAW Wine Paris-ზე სხვადასხვა ქვეყანაში წარდგებიან.

საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ღვინო კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. შემდეგი გამოფენა Wine Expo Paris-ია.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები