01 აგვისტო 2026,   07:13
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.

ბაჰრეინთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის პირველ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღის ამბები