ინფორმირებული მომავალი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარი სიტყვა უნდა თქვას - მმართველი პარტია ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. რიგით მეოთხე კონფერენცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამართეს. განათლება, სპორტი, სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პრიორიტეტები ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზე სადისკუსიოდაც, "ოცნების" წევრების თქმით, ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია.
ბორჯომში ახალგაზრდებთან შეხვედრა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუდენტები დაინტერესდნენ გამჭვირვალობისა და მის შემდგომ მიღებული კანონებით, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევ გამოწვევებს.
სამცხე-ჯავახეთში შეკრებილი ახალგაზრდები რეგიონში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესაძლებლობითაც დაინტერესდნენ. თქვეს, რომ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მნიშვნელოვანია ამ მხრივ კიდევ მეტი ნაბიჯი გადაიდგას. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი თქმით, ხელისუფლება ამ კუთხით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. საუბარი შეეხო მიგრაციის საკითხებსაც.
ბორჯომში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადისკუსიო საკითხები და დიალოგი ახალგაზრდებთან პოზიტიურად შეაფასეს შეხვედრის მონაწილეებმა. მათი თქმით, დაინტერესება იზრდება, რაც საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და ჯანსაღი დისკუსიის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაცია სტუდენტებთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს. მმართველი გუნდის წევრებმა, საქართველოს 4 მხარეში ახალგაზრდებთან დისკუსია უკვე გამართეს. ინიციატივის მიზანი დაპირისპირების ნაცვლად, ჯანსაღი კამათის ტრადიციის დანერგვა და რეგიონებში დაინტერესებული ახალგაზრდების ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში ჩართვაა.