02 აგვისტო 2026,   20:12
ვრცლად
ფოთში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა - დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე ტექნიკა, შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ

ფოთში, ელადას ქუჩაზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დაზიანებულია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე სატკეპნი ტექნიკა. ტექნიკას ჩამსხვრეული აქვს მინები.

შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდეს საზოგადოებრივ ქონებას, რომელიც ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე, აღნიშნავენ, რომ არც ერთი მსგავსი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

დღის ამბები