02 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდებული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი - თამარ ბეჟუაშვილი

საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი გამოცხადდა.

პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდებული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდებული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი,"- აცხადებს პროკურორი.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წელი.

ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს კი - 5 წელი.

პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.

დღის ამბები