ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მასშტაბურად აღნიშნეს კახეთში.
თელავში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები, მრევლი და ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობით გაემართნენ ერეკლე მეორის ძეგლის მიმართულებით, სადაც ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.