აშშ-ში, სამხრეთ აიდაჰოში 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა - თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთ ბურგერ ბარში გახსნა.
ექიმების ინფორმაციით, 7 დაშავებულიდან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ლიკვიდირებულია სავარაუდო თავდამსხმელი, რომლის ცხედარი, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა.
ბურგერ ბარი ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. თავდასხმა დღის 14:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ტერიტორიაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.