დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ რეგიონებში. ბათუმში ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება.
მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების მონაწილეობით.
დასასრულს, მსმენელის წინაშე ბენდი "ურსა" წარდგება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა - სრულად