07 ივნისი 2026,   17:03
ვრცლად
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათის მონაცემებით 33,84% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა სილვა მარკოსიანმა განაცხადა.

ამომრჩეველთა რეესტრში სულ 2 503 974 ადამიანია რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ წინა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 14:00 საათისთვის ხმა მიცემული ჰქონდა 695 626 ამომრჩეველს, რაც 26,82%-ს შეადგენდა. მაშინ საარჩევნო უფლების მქონე სომხეთის მოქალაქეთა რაოდენობა 2 593 572 ადამიანს შეადგენდა.

ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 2005 საარჩევნო უბანი მოქმედებს. კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება. არჩევნებში მონაწილეობს 18 პოლიტიკური ძალა – 2 ბლოკი და 16 პარტია.

დღის ამბები