07 ივნისი 2026,   14:41
ვრცლად
სპორტის მინისტრმა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. 

ისტორიაში პირველად, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ კუმიტეში მესამე ადგილი მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე ცოტნე სორდიამ ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

დღის ამბები