სამების ტაძარში, დღეს, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი და რიგით 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურების შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე, მის ახალ ნათლულებს დალოცავს.
კათოლიკოს პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.