07 ივნისი 2026,   17:40
ვრცლად
"ღაზის 60%-ზე მეტს ვაკონტროლებთ, ჰეზბოლა კი გარბის" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის 60%-ზე მეტს აკონტროლებენ, პარალელურად კი ლიბანში, "ჰეზბოლას" პოზიციებზე იერიშებსა და სასაზღვრო ზოლში ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს აქტიურად აგრძელებენ.

"ღაზის სექტორში ჩვენ "ჰამასს" ყველა მიმართულებით ვურტყამთ. ამჟამად სექტორის ტერიტორიის 60%-ზე მეტს ვაკონტროლებთ და მალე 70%-ს მივაღწევთ. ჩვენ მათ არ ვაძლევთ ხელახლა შეიარაღებისა და ჩვენთვის ზიანის მიყენების საშუალებას, ასევე ვანადგურებთ მათ უფროს მეთაურებს. ლიბანში ჩვენმა ძალებმა მხოლოდ გასულ კვირაში 350 ტერორისტი გაანადგურეს - 350 ტერორისტი მხოლოდ ერთ კვირაში. მათ ბოფორტის ქედი დაიკავეს და იქ მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საზღვართან მდებარე ტერორისტული სოფლების განადგურებას და მათ ძალიან ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ. ჩვენ ვიცით, რომ "ჰეზბოლა" გარბის. ჩვენ არ დავუშვებთ ცეცხლის გახსნას ჩვენს ტერიტორიაზე ან ჩვენს დასახლებებზე და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები