ცენტრალურ ისრაელში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. პოლიციის თქმით, სროლის ფაქტს იძიებენ, როგორც ტერორისტულ თავდასხმას.
მედია, ისრაელის ორგანიზაცია "მაგენ დევიდ ადომზე" (MDA) დაყრდნობით წერს, რომ 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კოხავ იაირში, ქალაქში, რომელიც ისრაელისა და ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს "მწვანე ხაზზე" მდებარეობს.
MDA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ხუთი ადამიანი სამ სხვადასხვა ადგილას დაიჭრა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციის განცხადებით, მათ ეჭვმიტანილის ნეიტრალიზება მოახდინეს მას შემდეგ, რაც ის ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელიც სროლის ინციდენტში ფიგურირებდა.
წყარო: CNN