ორმა კვლევამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააანალიზა 18-დან 50 წლამდე ასაკის 18 მილიონი ადამიანის მონაცემები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძილის პრობლემების მქონე ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებოდათ ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ან საკვერცხეების კიბოს განვითარება.
დიაგნოზირებული პაციენტების საერთო მაჩვენებელში, სამჯერ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც უძილობა აწუხებთ
ჩიკაგოში, Asco-ს კონფერენციაზე წარმოდგენილი ანგარიშით, კიბოს დიაგნოზს მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 მილიონ ადამიანს უსვამენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს.
კვლევის შესახებ სტატიას Tthe Guardian-ი ავრცელებს.