4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 6 პირი თავისუფალია. პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს.
პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა.
დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.
დანაშაულის აღიარების შემდეგ, დღეს უკვე გათავისუფლდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი.