4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი თავისუფალია.
პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს. სასამართლოში ამ წუთებში კიდევ 6 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა. დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.