11 ივნისი 2026,   09:27
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დეგრადაცია გრძელდება - ნინო წილოსანი

"ნაციონალების" და ყოფილი "ნაციონალების ალიანსი" დაიშალა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საკუთარ პარტიაში დიდი რეფორმა დააანონსა. ამბობს, რომ ვარცხნილობასთან ერთად რადიკალურად ცვლის პარტიას.

სააკაშვილის პარტიაში მიმდინარე მოვლენებს უმრავლესობაში აფასებენ და ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური რეინკარნაცია ვეღარ მოხდება.

პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" დეგრადაცია გრძელდება.

"სააკაშვილს უკვე ფსიქიკური აშლილობა აქვს. თუ აქამდე შეიძლება გვეთქვა, რომ მისი გეგმები რაიმე რეალურ ძალას მოიცავდა, ახლა, როდესაც ის ნანუკა ჟორჟოლიანზე აკეთებს აქცენტს, სრულიად აზრს არის მოკლებული.

ვხედავთ, რომ "ნაცების მიმართულებით" სრული დეგრადაცია მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

დღის ამბები