"ნაციონალების" და ყოფილი "ნაციონალების ალიანსი" დაიშალა. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საკუთარ პარტიაში დიდი რეფორმა დააანონსა. ამბობს, რომ ვარცხნილობასთან ერთად რადიკალურად ცვლის პარტიას.
"ნაციონალური მოძრაობის" დეგრადაცია გრძელდება - ასე აფასებენ უმრავლესობაში სააკაშვილის პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეინკარნაცია ვეღარ მოხდება.
"ცდილობს ყველაფერი შეფუთოს ისე, თითქოს ცალკე აღებული მისი პარტია, "ნაცმოძრაობა" შეძლებს რაიმე ფორმით თავი დააღწიოს ამ უმძიმეს კრიზისს. მეორე მხრივ, თუ შევაფასებთ მოვლენებს, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა ამ პოლიტიკურ ძალას, რომ რაიმე ფორმით მათი პოლიტიკური რეინკარნაცია მოხდეს, არ აქვს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.