11 ივნისი 2026,   12:45
ვრცლად
ინდოეთის განცხადებით, აშშ-ის მიერ ბლოკადის დარღვევის ბრალდებით დაბომბილ ტანკერზე, 3 ინდოელი მეზღვაური დაიღუპა

ინდოეთის მთავრობის წევრის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის დარღვევის ბრალდებით დაბომბილ ტანკერზე, სამი ინდოელი მეზღვაური დაიღუპა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ინდოეთის პორტების, საზღვაო და წყლის გზების მინისტრმა, სარბანანდა სონოვალმა განაცხადა, რომ მეზღვაურები პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "სეტებელოზე" თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

"სამწუხაროდ, სამი ინდოელი მეზღვაური, რომლებიც თავდაპირველად დაკარგულად ითვლებოდნენ, ორი ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, დადასტურწბულად გარდაცვლილად ითვლებიან. ეს ჩვენი საზღვაო ოჯახისთვის უდიდესი დანაკარგია", - თქვა სონოვალმა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, "სეტებელო" "ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირების მცდელობით, ბლოკადის დარღვევაში" დაადანაშაულა. ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, სარდლობამ გემის ძრავის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნა.

 

წყარო: cbsnews

დღის ამბები