11 ივნისი 2026,   13:25
ვრცლად
"მტკიცებულების გამოკვლევას ვიწყებთ მოწმეთა დაკითხვებით" - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

8 პოლიტიკური პარტიის წევრს ბრალი წარდგენილი აქვს რამდენიმე მუხლით, მათ შორის, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებებისთვის.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა მოეხდინათ აღნიშნული პროცესის დაჩქარება, რომელმაც გადმოიწია დღეს. რა შუამდგომლობასთან უნდა იყოს დაკავშირებული, შევეცადე გამერკვია, აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არის მოლოდინი. ერთადერთი, ჩემი აზრით, ეს არის დაკავშირებული დაჩქარებული სახით დაიწყოს აღნიშნული საქმის განხილვა. მიზეზი ალბათ გახდება ცნობილი დროთა განმავლობაში," - აღნიშნა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებებს იკვლევენ.

"დღევანდელ სხდომაზე უშუალოდ მტკიცებულების გამოკვლევას ვიწყებთ მოწმეთა დაკითხვებით. დაკითხვები შეეხება ორ საკითხს. პირველი ეს იქნება, პარლამენტის დაზიანების ნაწილი და მისი ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის საკითხი. ხოლო მეორე საკითხი, რომელიც დაისმება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად მიღებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. სხდომაზე დავადასტურებთ, რომ პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო არაერთი ნივთიერება, რომელიც ძალადობრივი აქციების დროს წინააღმდეგობის გასაწევად იყო გამოსაყენებელი," - განაცხადა პროკურორმა, ანა ხუბეჯაშვილმა.

დღის ამბები