11 ივნისი 2026,   15:47
ვრცლად
"საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა" - ირანის ელჩმა 180-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა პრესკონფერენციას გამართა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ელჩმა წარადგინა ანგარიში 180 დღის განმავლობაში თავისი მუშაობის შესახებ.

ასევე, დიპლომატმა ისაუბრა ომზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და მეზობლებთან ურთიერთობებზე. ელჩმა უპასუხა მედიის შეკითხვებსაც.

"დღეს, საქართველოში უწყვეტი ექვსთვიანი ცხოვრების შემდეგ, მსურს, როგორც პასუხისმგებლობიანმა დიპლომატმა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ჩემი ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეხედულებები. საქართველო ირანისთვის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის სამხრეთ კავკასიის რუკაზე; საქართველო ირანისთვის ისტორიული, ცივილიზაციის მაფორმირებელი იდენტობა და ირანის მეზობლად მდებარე უძველესი ქვეყანაა.

ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ 180 დღეშიც შეუფერხებლად გრძელდებოდა, განსაკუთრებით ირანის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევის მიმართულებით. დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. საქართველო ჩვენთვის მუდამ განიხილებოდა არა როგორც შორეული, არამედ როგორც საერთო გეოგრაფიული, ცივილიზაციური და კულტურული სივრცე", - განაცხადა ალი მოჯანიმ.

დღის ამბები