13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
მთლიანად დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, მცირე ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.