12 ივნისი 2026,   22:21
ვრცლად
დაშლილი ალიანსი და რღვევა ენმ-ში - მმართველი გუნდის შეფასებით, როცა მთავარი ინტერესი უცხოელი აქტორები არიან, პოლიტიკური მარცხი გარდაუვალია

ერთი პარტია, ორი თავმჯდომარე - ასე გამოიყურება სააკაშვილის ავტორობით ციხიდან დაანონსებული შიდაპარტიული რევოლუცია. დაშლის პირას მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების მისიას სათავეში ნანუკა ჟორჟოლიანი უდგება. მისთვის ეს პოლიტიკური დებიუტი არ არის, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წყალტუბოში უკვე იყო და არჩევნებში დამარცხების გამოცდილებაც უკვე აქვს. სააკაშვილის რჩეული ჯერ სააკაშვილის პარტიის წევრი არ არის, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს უკვე აანონსებს.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგიით, არამედ საკუთარი პარტიის მუშაობითაც უკმაყოფილოა. ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ აღიარებენ.

ცვლილებები ყრილობაზე მოხდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გადაწყვიტა და პარტიის გაძლიერება მას ანდო, ვისაც "ქართული ოცნება" დღეს წარსულს ახსენებს.

უსამართლო დაკავებები, ბიზნესის რეკეტი - საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ სააკაშვილს პარტიაში ძველი "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება სურს, თუმცა მიზანი რეალობად ვერც ამჯერად იქცევა.

გახდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოოდ დაშლის მიზეზი დაანონსებული ცვლილებები - თავად სააკაშვილის პარტიამ ოპოზიციის ე.წ. ალიანსის რღვევის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკვე ითამაშა. დღესაც, როცა ცხრიანი უკვე დანაწევრებულია, ერთობის გამოცდაში ჩაჭრილები ერთმანეთის ლანძღვას მაინც არ იშლიან.

როცა, მთავარი ინტერესი არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი აქტორები არიან, მაშინ მმართველი გუნდის თქმით, პოლიტიკური მარცხი გარდაუვალია.

სამი თვის წინ შექმნილი, ე.წ. ოპოზიციური ალიანსი დაიშალა. დაშლის საფრთხის წინაშე ახლა თავად "ნაციონალური მოძრაობა" დგას.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები