15 ივნისი 2026,   14:34
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: კამიტის თემა გამიზნული იყო, რომ ძალადობრივ-რევოლუციური ზრახვები განეხორციელებინათ, იყო გადმოგდებული ასაწევი თემა, ხალხი უნდა გაგიჟებულიყო - ვერ გააგიჟეს, მიხვდნენ, რომ სიგიჟე იყო და გადავიდნენ ტრიქლორეთილენზე, რომელიც წყალში არ ერევა

კამიტის თემა პირდაპირ გამიზნული იყო, რომ ძალადობრივ-რევოლუციური ზრახვები განეხორციელებინათ ვიღაცებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კამიტი იყო ერთ-ერთი გადმოგდებული ასაწევი თემა, რომელზეც ხალხი უნდა გაგიჟებულიყო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„კამიტის თემა პირდაპირ გამიზნული იყო, რომ ძალადობრივ-რევოლუციური ზრახვები განეხორციელებინათ ვიღაცებს. ეს ხომ არ არის უბრალოდ ის, რომ ცვლილება უნდა ვიღაცას, არა გარე დავალებების შემსრულებელი პირებით ჩანაცვლებაზე საუბარი. მთელ ამ ისტორიას ვისმენთ და ვუყურებთ, საკუთარ თავზე ვცდით ამ წლების განმავლობაში. კამიტის თემა - მე ვიყავი იმ ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც იძიებდა კამიტის საკითხს. 5 დღეში რა გამოვიძიეთ, იცით? - ჯერ ხომ კამიტი სიგიჟე იყო, 30-იანი წლების შემდეგ, მსოფლიოში არავის გამოუყენებია და ვითომ საქართველომ გამოიყენა, მერე მიხვდნენ და მესიჯი შეცვალეს. გარედან დიდი ბრძოლა მიდის. კამიტიც იყო ერთ-ერთი გადმოგდებული ასაწევი თემა, რომელზეც ხალხი უნდა გაგიჟებულიყო, ვერ გააგიჟეს, მიხვდნენ, რომ სიგიჟე იყო და მერე გადავიდნენ ტრიქლორეთილენზე. გამოძიების დროს პარადოქსულ რაღაცამდე მივედით. ტრიქლორეთილენი ოდესღაც ნაყიდი მართლა იყო შსს-ში, რომელიც წყალში საერთოდ არ ერევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები