15 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
"საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელებაა" - თენგიზ შარმანაშვილი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნაზე

ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იწყება.

იხსნება ე.წ. "ფუნდამენტურ საკითხთა კლასტერი," რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობა ევროპულს უნდა დაუახლოონ და უნდა შეფასდეს, რამდენად არის ამ ქვეყნებში დაცული სამართლიანობა, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო და რამდენად ეფექტიანია კორუფციასთან ბრძოლა.

თბილისში კიდევ ერთხელ საუბრობენ ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და შერჩევით მიდგომებზე, რადგან საქართველო ყველა კრიტერიუმითა თუ პარამეტრით უსწრებს ორივე ქვეყანას, რასაც, მათ შორის, არაერთი საერთაშორისო რეიტინგი თუ ანგარიშიც ადასტურებს.

"ეს მოსალოდნელი იყო მათი მიდგომიდან გამომდინარე. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ ამას. თვითონვე აქვეყნებდნენ იმ შედეგებს, რომ აბსოლუტური ლიდერი ვიყავით ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის და შემდეგ დასკვნებს, როდესაც წერდნენ და რეზოლუციებს იღებდნენ, ამ მონაცემების საპირისპირო შედეგები შეჰქონდათ იქ. ასე, რომ მოულოდნელი არაფერია. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. სამწუხაროდ, იმ უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელებაა, რაც აქამდე ჰქონდა ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ. ეს ძალიან ცუდია, როდესაც უსამართლოდ ექცევიან ქვეყანას," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები