აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მოუწოდა რუსეთს, დათანხმდეს შეთანხმებას, რომელიც ომს დაასრულებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთმა უამრავი ადამიანი დაკარგა, ისევე, როგორც უკრაინამ“, - განაცხადა ტრამპმა.
მედიის ცნობით, ტრამპის ირანზე ფოკუსირებამ, უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობებს ჩამოაშორა. თუმცა, ახლა, როდესაც თეირანთან შეთანხმება მიღწეულია, ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად.