16 ივნისი 2026,   16:49
ვრცლად
მოლაპარაკებების გახსნა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის არის კარგი შანსი, რომ ამ ორ ქვეყანაში ხალხმა იცხოვროს უკეთ - გიორგი კაპანაძე

„ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, ევროკავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველო „მეორეხარისხოვან წევრობას“ არ დათანხმდება, რადგან უფლებრივი სეგრეგაცია ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს რადიკალურად ცვლის.

აღნიშნულ საკითხს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პროცესი ქვეყნებისთვის რეალური შესაძლებლობაა.

„მოლაპარაკებების გახსნა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის არის ძალიან მაღალი და კარგი შანსი, რომ ამ ორ ქვეყანაში ხალხმა იცხოვროს უკეთ. შეიძლება ზოგიერთი სხვაგვარ ინტერპრეტაციას ახდენს, მათ შორის, ამა თუ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის შესაძლებლობა“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები