17 ივნისი 2026,   16:08
ვრცლად
ნანუკა ჟორჟოლიანზე ოფიციალურად რაც მიმდინარეობს, არის კონსულტაციები გუნდთან. ოფიციალურად შეთავაზება რომ არსებობდეს ორ კანდიდატზე ან ერთ კანდიდატზე, გვეცოდინებოდა - ირაკლი ფავლენიშვილი

შესთავაზა თუ არა სააკაშვილმა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა? ოპოზიციური ალიანისის დაშლის შემდეგ რღვევა თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიმდინარეობს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შეთავაზება ოფიციალურად რომ არსებობდეს, მას ეცოდინებოდა. 

"თინა ბოკუჩავას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ის რთულ პასუხისმგებლობებს გაურბის. კონკრეტულ მომენტში თინა ბოკუჩავამ შეიძლება ჩათვალოს, რომ კვლავ სურს გაგრძელება ან მიიჩნიოს, რომ არ გააგრძელოს. კონსულტაციებში ვინ რა უთხრა, ეს მართლა არ ვიცი.

ახლა ნანუკა ჟორჟოლიანზე ოფიციალურად რაც მიმდინარეობს, არის კონსულტაციები გუნდთან. ოფიციალურად ასეთი შეთავაზება რომ არსებობდეს ორ კანდიდატზე ან ერთ კანდიდატზე ეს ჩვენ გვეცოდინებოდა. 

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ალიანსი არ დაგვიტოვებია", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა რამდენიმე დღის წინ თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

დღის ამბები