17 ივნისი 2026,   15:34
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, კანადაში დაფუძნებულ ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზე KIU-მ აღნიშნული კვლევითი ცენტრის აფილირებული უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

პარტნიორობა KIU-ს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცესთან, ჩაერთოს ერთობლივ კვლევით ინიციატივებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს მათემატიკური და ზუსტი მეცნიერებების განვითარებაში.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა, აღნიშნული შეთანხმების შედეგად, იხსნება შესაძლებლობების დიდი ფანჯარა, როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის.

აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა.

"ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართველ მათემატიკოსებს უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ უცხოელ კოლეგებთან. საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონეზე პარტნიორების ქსელის გაფართოება.

მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ისარგებლებენ არამხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობით, არამედ გაიცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მათემატიკოსებს და მათთან ერთად ჩაერთვებიან კვლევით საქმიანობაში," - განაცხადა ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, დეიდრე ჰასკელმა.

დღის ამბები