17 ივნისი 2026,   19:34
ვრცლად
ვაკვირდებით ევროპარლამენტიდან ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმისა მცდელობას, ოდიოზური ავტორებისგან, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ - დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს გამოეხმაურა, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭი დღეს უყარეს.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, ეს კიდევ ერთი ობიექტურობისგან დაცლილი ანგარიშია, რომელიც ტყუილ ნარატივებზეა დამყარებული.

"რეზოლუციები, ტრადიციულად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან, დამყარებული ტყუილ ნარატივზე, არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ დღენიადაგ ვაკვირდებით მცდელობას თავდასხმისა ჩვენს ქვეყანაზე ევროპარლამენტიდან, იმ ოდიოზური ავტორებისაგან, რომლებიც გამოირჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან, სამწუხაროდ, არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ.

კვლავ მცდელობაა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც არანაირი არსებითი მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

436 მომხრე და 145 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო.

ანგარიშში მოთხოვნილია "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებისთვის პერსონალური და სავიზო სანქციების, მედიასაშუალებებისთვის კი შეზღუდვების დაწესება. ევროპარლამენტის რეზოლუცია იმეორებს მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და მას პოლიტპატიმარს უწოდებს. ანგარიშში შენარჩუნებულია ევროპარლამენტის წინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც არ არის აღიარებული საქართველოს პარლამენტის და მის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. მოთხოვნილია ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებაც.

 

დღის ამბები