პროექტი, მთაწმინდის ფერდობზე, ფონდი "ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე და დაირგო ახალი. ადგილზე გაკეთდა ოთხი ახალი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტრამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს.რეკრეაციულ სივრცეში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურაც.
ადგილზე ჭორვილის ეროვნული საშენიდან ეტაპობრივად გადმოჰყავთ კოლხური ხოხობი და კაკაბიც.
პროექტის ფარგლებში, ასევე გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი.
განახლებულ, ურბანულ ტყემდე მისასვლელად ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ახალი მწვანე სივრცე თბილისს უახლოეს მომავალში დაემატება. სამუშაოებს ადგილზე ფონდი "განვითარება და გარემო" ასრულებს.
პროექტი ოთხი თვეა რაც მიმდინარეობს და უკვე დასრულების ფაზაშია. მისი ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია და მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" სრულად აფინანსებს