თბილისში ისევ განხილვის თემაა ევროპარლამენტის რიგით მერვე რეზოლუცია და ანალოგიური მოთხოვნები - სააკაშვილის გათავისუფლება, პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების მიმართ.
მიღებული დოკუმენტით ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ მხოლოდ აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ რეზოლუციების მეშვეობით გადაწყვიტონ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ვინ არა.
"თურმე, ევრო პარლამენტმა და ევრო რეზოლუციებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და ვინ არა, რა კანონები იქნება მიღებული და რა არა. უკვე აღარ მალავენ საჯაროდ, რომ თავიანთი წარმომადგენლობა, აგენტურა, საქართველოში ვინც არის მათ NGO სექტორი, მათი ჟურნალისტები, თავიდან ბოლომდე მათ აგენტურა, უნდათ რომ მათ ხელი გადააფარონ. მხოლოდ მათთვის უნდა დაიტოვოს ევროპამ უვიზო მიმოსვლა, მათთვის უნდა იყოს გარკვეული თანხები. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ გეუბნებიან - როგორც ადრე მეფის ნაცვალი იყო, ახლა უკვე ევრობიუროკრატიის წარმომადგენლობა უნდა იყოს აქ პრივილეგირებულ მდგომარეობაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.