20 ივნისი 2026,   00:00
ვრცლად
ირანი შეერთებულ შტატებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან, ლიბანში მიმდინარე კონფლიქტის გამო გავიდა - CBS NEWS

ლიბანში ისრაელისა და "ჰეზბოლას" კონფლიქტის გამო, ირანი შეერთებულ შტატებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან გავიდა, - ამის შესახებ CBS NEWS-ი The Associated Press-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, შუამავლები, ლიბანში ახლად სკალირებული საბრძოლო მოქმედებების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულნი.

როგორც ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ირანის მიერ, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების მიზეზი, ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარებია, რომლებიც ირანის შეფასებით, აშშ-სთან დადებულ დროებით შეთანხმებას არღვევს.

ხუთშაბათს, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა შვეიცარიაში ვიზიტი გადადო, სადაც მას ირანთან მოლაპარაკებების შემდეგი ფაზის ხელმძღვანელობა უნდა დაეგეგმა, როგორც ეს ორ ქვეყანას შორის ოთხშაბათს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით იყო გათვალისწინებული. თეთრმა სახლმა ვიზიტის გადადება მოლაპარაკებების ლოჯისტიკური პრობლემებით ახსნა.

დღის ამბები