19 ივნისი 2026,   15:04
ვრცლად
პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გადაწყვიტეს "ანტიმიშა" კამპანია დაეწყოთ, არა მხოლოდ დამარცხდნენ, არამედ განულდნენ - ლაშა ფარულავა

"მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ლიდერი, თავმჯდომარეზე მეტი, მაგალითად, ჩემთვის. ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს მიხეილ სააკაშვილის ნდობა, მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერით ის სარგებლობს, ხვდება ადამიანებს," - განაცხადა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ პარტიაში არსებულ კრიზისზე საუბრისას.

ფარულავას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პარტიის მთავარი ლიდერია, ხოლო ის პოლიტიკოსები, ვინც "ანტიმიშა" კამპანიის წამოწყება სცადეს, უკვე განულდნენ.

"რაც შეეხება თავმჯდომარის [თინა ბოკუჩავას] განცხადებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე - რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. მადლობას ვუხდი თინათინ ბოკუჩავას იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან გასწია საგარეო ასპარეზზე. პოლიტიკოსები, პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გადაწყვიტეს "ანტიმიშა" კამპანია დაეწყოთ, არა მხოლოდ დამარცხდნენ, არამედ განულდნენ და ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ეს გზა არ აირჩიოს," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები