საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა "ბასიანმა" იტალიაში საკონცერტო ტურნე გამართა.
პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: DISCANTO, Internazionale di Musica Portogruaro, Piccolo Opera festival, Out-of-season აჟღერდა.
"ბასიანმა" იტალიის ხუთ ქალაქში გამართა კონცერტები, რომელთაგან ერთ-ერთი ქართული სიმღერისა და გალობის ანსამბლ "ივერიონთან" ერთად ჩატარდა. "ივერიონი" იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს აერთიანებს.
ანსამბლ "ბასიანის" ტურნე ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.