24 ივნისი 2026,   22:07
ვრცლად
აშშ-ის სენატი წარმომადგენელთა პალატას შეუერთდა და ირანში ომის შეწყვეტას დაუჭირა მხარი - Reuters

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას ავალდებულებს, - წერს Reuters-ი.

მედიის ცნობით, სენატმა 50 ხმით, 48-ის წინააღმდეგ საომარი უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ამ თვის დასაწყისში მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ეს ასახავს მზარდ შეშფოთებას ტრამპის მიმართ, მათ შორის, ზოგიერთი რესპუბლიკელის მხრიდან, 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის გამო, როდესაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყეს.

როგორც Reuters-ი წერს, 1973 წლის "საომარი უფლებამოსილებების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესის ორივე პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის სამხედრო ძალების საბრძოლო ოპერაციებიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები