26 ივნისი 2026,   17:37
ვრცლად
რუმინელი პარლამენტარები მოსკოვში - დელეგაცია რუსეთის დედაქალაქს ათწლეულების შემდეგ პირველად ესტუმრა

რუმინელი პარლამენტარების დელეგაცია მოსკოვში ათწლეულების განმავლობაში პირველად ჩავიდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და პარტია "SOS რუმინეთის" ლიდერმა, დიანა შოშოაკემ განაცხადა.

როგორც მედია წერს რუსეთის დედაქალაქში 26-27 ივნისს იმართება საერთაშორისო კონგრესი "მსოფლიოს სჭირდება მამა", რომელიც ტრადიციული ღირებულებების დაცვასა და ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებას ეძღვნება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და სასულიერო პირები ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

"საბოლოოდ, ათწლეულების შემდეგ, რუმინეთის დელეგაცია სახელმწიფო დუმას ესტუმრა.
მე აქ ვარ რუმინეთის პარლამენტის წევრებთან ერთად. ჩვენი დელეგაცია ოთხი ადამიანისგან შედგება", - განაცხადა შოშოაკემ სახელმწიფო დუმაში გამართული კონგრესის დროს სიტყვით გამოსვლისას.

მან დასძინა, რომ რუმინელი პარლამენტარების მგზავრობა მოსკოვამდე დაახლოებით 40 საათს გაგრძელდა.

შოშოაკე არის რუმინელი პოლიტიკოსი, იურისტი და პარტია „SOS რუმინეთის“ ლიდერი, რომელიც ცნობილია ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკითა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოწოდებებით. 2024 წელს იგი ევროპარლამენტის წევრად იქნა არჩეული.

დღის ამბები