26 ივნისი 2026,   18:14
ვრცლად
პრემიერი: გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20.3%

ეკონომიკის კუთხით არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ამ 5 წლის ჭრილში ზრდა შეადგენდა 34,4 პროცენტს.

"ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3 პროცენტი. განათლება - 17%, საფინანსო-სადაზღვევო სექტორი - 12,5 %, ტურიზმის სექტორში გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ეს არის ძირითადი სფეროები, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ეკონომიკის კუთხით, არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას და ა.შ. ასევე განათლების სფეროში ველოდებით შემდგომ ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიდევ არსებობს ასათვისებელი რესურსი. თუმცა ამასთან ერთად, დაბალანსებულად უნდა ვიზრუნოთ ყველა სექტორის განვითარებაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ა.შ". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები