პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში დასრულდა. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ, ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია დამარცხებულია და ეს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია.
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა ქვეყანაში არეულობისა და რევოლუციების მცდელობებიც. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობოებს, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს, თავისი სახელი დაერქვათ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.